რეზონანსი
05.06.2023

მარტივ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. თუ ხოშტარიას ამბიცია აქვს, რომ ის უნდა ითვლებოდეს პოლიტიკოსად, ბუნებრივია მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" ისაუბრა, რითაც გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთის ბიუჯეტიდან მორიგი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას.

„ხოშტარიას ბევრი აკრიტიკებს იმისთვის, რომ წლების წინ, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო პოზიტიურად აფასებდა საქართველოში რუსი ტურისტების მოგზაურობას და ახლა რატომ შეიცვალა პოზიციაო. ახლა, როდესაც ირკვევა, რომ მისი ოჯახი კულტურული თანამშრომლობისთვის, საავტორო უფლებების რეალიზებისთვის დიდი ჰონორარს იღებს პირდაპირ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ბუნებრივია საზოგადოებას უჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვა მის ოჯახსა და მასთან მიმართებაში.

რით დაამახსოვრა თავი ელენე ხოშტარიამ საზოგადოებას? ერთი იყო სააკაშვილის საპატიმრო უფლებებთან დაკავშირებით შიმშილობდა და ეს იყო დიდი აჟიოტაჟი, რომელიც მან მოაწყო და ყურადღება მიიქცია, თუმცა რა მიზნისთვის იბრძოდა, ეს საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და მეორე, ეს იყო ზღვარსგადასული ქმედებები გარკვეულ ეტაპზე, რომელიც შეიძლება მართლზომიერების ზღვარზე გადიოდა და ყოველთვის იქ დომინირებდა ანტი საოკუპაციო ლოზუნგები. ეს ლოზუნგები არასდროს ყოფილა პრაგმატული, რაციონალური სახელმწიფო პოლიტიკის გათვლებზე ორიენტირებული, არამედ იყო წმინდად ემოციური. საქართველოში ყველას უკიჟინებდა, რომ უნდა ყოფილიყვნენ აგრესიულები რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×