რეზონანსი
02.06.2023

არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა, მაგრამ სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა უკვე იცით რას ემსგავსება? - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში პატიმარ სააკაშვილის განცხადებას.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა მიცვალებულის თავის წამოწევას ემსგავსება, არ გამოვიდა შიმშილობა, ავადმყოფობა, ახლა ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა.

„არ გამოვიდა შიმშილობა, არ გამოვიდა ავადმყოფობა, ახლა კი ისევ პოლიტიკური მესიჯებით უნდა ფონს გასვლა, მაგრამ სააკაშვილის ნებისმიერი აქტივობა უკვე იცით რას ემსგავსება? დიახ, მიცვალებულის თავის წამოწევას! ავანტიურისტი, საკუთარი ქვეყნის ტერიტორიების 20 %-ს რუსეთისთვის ხონჩით მიმრთმევი, სტრატეგიული ობიექტების ოკუპანტისთვის გადამცემი, ძალადობრივი რეჟიმის შემქმნელი, ჯარისა და გმირების ცხედრების მიმტოვებელი, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელი, მტირალა, ღირსების არ მქონე პატიმარი, თურმე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის ემზადება! ნეტავ, თვითონ თუ სჯერა რას ბოდიალობს? ალბათ ისევ უცხოელმა ლობისტებმა და „პიარშიკებმა" ურჩიეს ასე თქვიო! აი, წინა რჩევებმა ხომ გაამართლა, ისე იმ თვალსაზრისით თუ შევხედავთ მიცვალებული კი არ ადგა, მაგრამ ადგომას ნამდვილად ცდილობს!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×