რეზონანსი
02.06.2023

გარკვეული პოლარიზაცია ბევრ ქვეყანაშია და პოლიტიკურ ძალებს შორის განსხვავებული ხედვებია არსებობს. მაგრამ ის, რაც საქართველოში ხდება და რაც პრაქტიკულად ტყუილების, მოგონილი ამბების საფუძველზე სახელმწიფოს ძირის გამოთხრაა, ამის შედარება სხვა ქვეყანასთან შეუძლებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ჩვენი მოქალაქეები კარგად ხედავენ, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიციას პრაქტიკულად აღარ დარჩენია არაფერი მოქალაქეებისთვის შესათავაზებლად, არ არსებობს ხედვა თუ რა სურთ მათ რომ გააკეთონ, ისინი ცდილობენ რომ ევროინტეგრაციის საკითხი გამოიყენონ მაქსიმალური დაპირისპირების საშუალებად.

როდესაც რადიკალური ოპოზიცია საუბრობს და „მიილტვის" ევროპისკენ, რეალურად ისინი არაფერს აკეთებენ, რომ ეს პროცესი ქვეყანაში რეალურად წარიმართოს. რეფორმების მიმდინარეობისას და რეკომენდაციების შესრულებისას არცერთ მათგანს არ გაუკეთებია რეალური შენატანი ამ პროცესისადმი", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×