რეზონანსი
02.06.2023

გვაქვს სუვერენული სახელმწიფო და ვისწრაფვით განუხრელად ევროპული ევროპის კავშირში გაერთიანებისკენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის მოლდოვაში ვიზიტი იყო საუკეთესო.

„ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი საერთაშორისო ვიზიტი, სადაც ღირსეულად წარდგა როგორც ამაყი ქვეყნის ამაყი წარმომადგენელი. ეს არის ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური პოზიცია, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა გვაქვს. გვაქვს სუვერენული სახელმწიფო და ვისწრაფვით განუხრელად ევროპული ევროპის კავშირში გაერთიანებისკენ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ამასთან, წულუკიანის განცხადებით, ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას რეკომენდაციების შესასრულებლად.

„ჩვენ ვთვლით თავაწეულნი, რომ ეს სტატუსი, რომლისკენაც ვისწრაფვით, ჩვენს ხალხს, სახელმწიფოს ეკუთვნის, თუკი ეს შეფასება იქნება კრიტერიუმებზე დაფუძნებული. თუკი ეს შეფასება იქნება პოლიტიკური, ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანას ეს სტატუსი ნამდვილად ეკუთვნის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერმა სიტყვიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის ამ გზაზე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ყველა რეკომენდაციის შესასრულებლად და დაველოდებით დიდი მოთმინებით იმ დღეს, როდესაც ბრიუსელში იქნება ჩვენი ქვეყნისადმი მიღებული ერთადერთი და ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×