რეზონანსი
01.06.2023

ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ მესაზღვრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.

ბრალდებულ იმედა ცისკარაულის ადვოკატი, სასამართლოს 10 000 - ლარიანი გირაოს გამოყენებას სთხოვდა.

ბრალდების მხარემ კი მოსამართლეს პატიმრობის შუამდგომლობით იმ არგუმენტით მიმართა რომ არსებობდა მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

სხდომაზე ცისკარაულმა განაცხადა, რომ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2023 წლის 30 მაისს დააკავა. გამოძიების თანახმად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი სერჟანტი 2023 წლის 28 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, ვაშლოვანის ნაკრძალში, ტურისტების ბანაკის მიმდებარედ ქვეითად პატრულირებას ახორციელებდა, რა დროსაც ტურისტებთან შელაპარაკება მოუვიდა. მან დიდი ბრიტანეთისა და ბელარუსის მოქალაქე ტურისტებს, თვითნებურად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ხელბორკილი დაადო და რაიმე წინაპირობის არ არსებობის მიუხედავად, სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლა მოახდინა, რის შედეგადაც დაზიანება არავის მიუღია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიებას აგრძელებს. აღნიშნული დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×