რეზონანსი
01.06.2023

საზოგადოებას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი მნიშვნელოვანი იყო, რათა განთავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

„საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, რომელიც „ქართული ოცნების" სასარგებლოდაა დარღვეული. პრაქტიკულად, ქვეყანამ დღეს ანტიდასავლური კურსი აიღო და ეს ბალანსი მნიშვნელოვანი იყო, რათა განთავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და კანდიდატის სტატუსის მიღების ყველა წინაპირობა ამ შემთხვევაში უფრო დაბალანსებული იქნებოდა. თუმცა, პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად - არაფერზე", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×