რეზონანსი
01.06.2023

გიორგი ვოლსკიმ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა შეაფასა. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სიტყვა სტანდარტებს შეესაბამებოდა და საქართველოს საგარეო კურსი არ შეიცვლება.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შეესაბამებოდა ძირითადად იმ სტანდარტებს, რაზეც ჩვენ გვაქვს საუბარი. საკმაოდ ბევრია გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო - არანაირი ცვლილება საქართველოს საგარეო კურსს არ ექნება", - განაცხადა ვოლსკიმ.

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით 31 მაისს წარდგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×