რეზონანსი
31.05.2023

„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განაცხადებით ქვეყანას ძალიან აწყობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დაიკავოს ის ველი, რასაც მთავარი ოპონენტის და კონკურენტის ველი ჰქვია. როგორც მან აღნიშნა „ნაცმოძრაობა" ნელ-ნელა უძლურდება და იშლება.

„გელა სამხარაული გადმოჯდა ჩემთან ერთი რამის სათქმელად, მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და ამ ოცნებას ასე თუ ავიხდენდი არ მეგონა, ასე ერთმანეთთან დაპირისპირებული „ნაცები" ერთობ სასიამოვნო სანახავიაო. კარგია ეს. ჩვენ ხომ არ ვართ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, გზის დაგებაში და მსგავს რაღაცაში უშუალო მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ აქედან გარკვეულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მათ საკანონმდებლო ინიციატივებით, ჩვენი მიღებული კანონებით, რაც ხშირად არ ჩანს. კულისებში იკარგება რამდენ კარგ კანონს მივიღებთ. დღეს 100-მდე კანონს ვუყარეთ კენჭი მთელი წინა დღეების განხილვაზე არავის უსაუბრია. მესმის, რომ საინფორმაციო სივრცეში არ რჩება ამისთვის დრო, უამრავ კარგ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ არანაკლებ კარგი საქმეა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" იშლება. სუბიექტურად, ჩვენ შესაძლოა ძალიან გვაწყობდეს „ნაციონალური მოძრაობა" რომ იშლება, მაგრამ ქვეყანასაც ძალიან აწყობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" არ დაიკავოს ის ველი, რასაც მთავარი ოპონენტის და კონკურენტის ველი ჰქვია. „ნაცმოძრაობა" ნელ-ნელა უძლურდება და იშლება. ხაბეიშვილი ჰყავთ თავმჯდომარედ, მეტი რაღა ქნან? დაშლის და დაუძლურების მეტი ინდიკატორი რა უნდა იყოს და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ქვეყნისთვის", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×