რეზონანსი
02.04.2023

კლინიკა ,,ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზედენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ომბუდსმენის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმები შევიდნენ.

კლინიკაში იმყოფებიან ექიმები: თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, აიდა გოზალოვა და გიორგი გრიგოლია.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფის შესვლას კლინიკა ,,ვივამედში" უსწრებდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნა, რომ ის ომბუდსმენის აპარატის მიერ შექმნილ სამედიცინო კონსილიუმის წევრებს მოენახულებინათ.

მანამდე სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ "კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×