რეზონანსი
02.04.2023

სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს რამდენიმე საათში ბრალი წარედგინება.

პოლიციამ 28 წლის მამაკაცი ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში მყოფმა მამაკაცმა ხანძარი გააჩინა, რომელიც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულებზე გავრცელდა.

დაკავებული მამაკაცის უფლებადამცველი აცხადებს, რომ 28 წლის მამაკაცი ბრალს არ აღიარებს და რაიმე ქმედებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს, იგი არ მიიჩნევს თავს რაიმე ქმედებაში დამნაშავედ. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გავრცელდეს კონკრეტულ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან მიმართებაში, ეს არ შეიძლება კავშირში გახდეს თუ კი არ დადგინდება კონკრეტული პირის მიერ დანაშაული. რადგანაც ინფორმაცია გავრცელდა არსებობს რაღაც ეჭვი მაინც ბრალდება, გამოძიება, ვალდებულია დანიშნოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა რამდენად ჩემთვის ცნობილია, დანიშნულიც ექნებათ. ის არ იყო 2-3 დღე, ის იყო 1 დღე შესული, ამავე დროს სრულიად უარყოფს და ძალიან ადვილი დასადასტურებელია, კაზინოსთან საერთოდ არანაირი შეხება არ ჰქონია. იგი ზუსტად ამას ამბობს, დასასვენებლად ვიყავი, არაფრისთვის ცეცხლი არ წამიკიდებია, ჩვეულებრივად ვისვენებდი, ხალათი მეცვაო," - ამბობს ადვოკატი პაატა გოგალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×