რეზონანსი
02.04.2023

12 პუნქტის შესრულების პროცესმა დაგვანახა, ვინ ირჩევს საქართველოს ევროინტეგრაციას და ვინ არის ევროპული ინტეგრაციის მტერი, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

„12 პუნქტის შესრულების პროცესმა არამხოლოდ პასუხისმგებლიანი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების ლუსტრაცია მოახდინა ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ ზუსტად დაგვანახა თითოეულ ჩვენგანს ვინ ირჩევს საქართველოს ევროინტეგრაციას და ამას კონკრეტული საქმით ამყარებს და ვინ არის ამ ქვეყანაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტერი და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს.

მიუხედავად ამისა ფაქტია, რომ ეს უარყოფითი მცდელობები უშედეგოდ მთავრდება ხოლმე. ჩვენ პროგრესი ყოველ ჯერზე გვაქვს. ახლა ჩვენი პასუხისმგებლიანი და პროაქტიული დამოკიდებულებით დარწმუნებული ვარ, რონ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე",- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×