რეზონანსი
02.04.2023

დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს აღნიშნავს, სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები და გაზარდოს წვდომა იმ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, ვისაც სწორედ სახელმწიფოსგან სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს.

ამასთან, როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში, რაც ბოლო დროს სულ უფრო შესამჩნევი ხდება.

„ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის, განათლებისა თუ დასაქმების უფლებების დაცვაზე და ერთად შევქმნათ ყველასთვის უკეთესი გარემო",- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×