რეზონანსი
02.04.2023

ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან, წამოვიდა და დადგა იქ სადაც იყო, - ამის შესახებ ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა განაცხადა. მისი თქით, მის შვილს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან კავშირი არ აქვს.

„ჩემი ბიჭი, არცერთ პარტიაში არ იყო და არც ყოფილა, ის ყოველთვის ასე უყურებდა ტელევიზორს, რომ ნახავდა, რომ რობოკოპები ემზადებიან ხალხის დასარბევად იცვამდა და მორბოდა, უდგებოდა ხალხს გვერდით. ანუ, იქ არ იყო მისული ვინმეს დაძახებით. ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან, წამოვიდა და დადგა იქ სადაც იყო", - განაცხადა გრიგორიადისმა.

საქალაქო სასამართლომ 7-9 მარტის აქციასთან დაკავშირებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ასევე, ბრალდებულმა განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×