რეზონანსი
02.04.2023

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ნათია ჩხეტიანი სოციალურ ქსელში ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას ამ გარეგნობით ციხეში ფსიქოლოგიურად გატეხავენ:

"ლაზარე ციხიდან უნდა გათავისუფლდეს! 

მსგავსი განსხვავებული გარეგნობის ახალგაზრდას საბჭოური მენტალობის ციხე არ მიიღებს სიხარულით. მას გატეხავენ მორალურად, ფსიქოლოგიურად! 

ლაზარე აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს!

ციხეს მახინჯი სტანდარტები შემორჩა.

დემოკრატიის პირმშოებს დამაკნინებელი ტერმინებით ნათლავს.

ლაზარეს ადგილი იქ არ არის!

გააქტიურდით!

თავისუფლება ლაზარეს, თავისუფლებისთვის მებრძოლ მწუხარე სახის ბიჭს!", - წერს ჩხეტიანი.

შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც 7-9 მარტს თბილისში გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×