რეზონანსი
01.04.2023

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში" განაცხადა.

მისი თქმით, მათი სურვილია, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იგივე განათლება, რაც შესაძლებელია ევროპასა თუ აშშ-ში.

„მე მეტად წავახალისებ ამ პროცესს. მეტი დასავლური და ევროპული განათლება უნდა შემოვიტანოთ ჩვენს უნივერსიტეტებში და ეს რას ნიშნავს? - ჩვენ შევქმნით კონკრეტულ პროგრამასა და მექანიზმებს, რათა წავახალისოთ ერთობლივი, საერთაშორისო პროგრამების დანერგვა აქ, საქართველოში. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იგივე განათლება, რაც შესაძლებელია ევროპასა თუ აშშ-ში, ამიტომ ამას ექნება პრიორიტეტული მნიშვნელობა.

ასევე, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, ძალიან მალე ჩვენს სტუდენტებს შევთავაზებთ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მექანიზმებს - იქნება ეს სწავლის გადასახადთან დაკავშირებული, თუ სხვადასხვა მიმართულებით. მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, მოტივირებულებს, რომელთაც ნამდვილად სურთ, წარმატებას მიაღწიონ, ჩვენ მათ დამატებით ფინანსურ მექანიზმებს აუცილებლად, ძალიან მალე შევთავაზებთ", - განაცხადა მინისტრმა.

ამილახვრის თქმით, სამინისტრო საზოგადოებას კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დაახლოებით, ერთ თვეში წარუდგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×