რეზონანსი
01.04.2023

არაფერი და ვერაფერი კავშირი ვერ ექნებოდა საკადრო გადაადგილებას იმ მოვლენებთან, რაც რამდენიმე კვირის წინ რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ - ეს არის ჩვეულებრივი როტაციული პროცესი, რომელიც აგერ უკვე მე-11 წელია „ქართულ ოცნებაში" მიმდინარეობს და პერიოდულად ადამიანები იცვლებიან, ვინაიდან ახალი ენერგია და ხედვები შევიდეს სხვადასხვა დარგში, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„ძალიან ბევრი გააკეთა ჩემმა წინამორბედმა, მაგრამ ახლა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ახლა ჩემი გამოცდილება იყოს გამოყენებული. ჩვენს ოპონენტებსა და მათ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს უბრალოდ არ მოსწონთ სიახლეები. არ მოსწონთ, როცა მმართველი პარტია იღებს წინ მხედველ და სწორ გადაწყვეტილებებს. მოვედი, რომ მოვუსმინო ნებისმიერ ახალგაზრდას, მიუხედავად მათი პოლიტიკური მსოფლმხედველობისა თუ გემოვნებისა. ეს არის ჩემი შერჩევის ნაწილი. მე ვუსმენ ყველას. პირველი რაც ვთქვი, რომ შევხვდები ყველას, ვინც ჩართულია განათლების სფეროში. დაწყებული ბავშვით", - განაცხადა ამილახვარმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×