რეზონანსი
01.04.2023

სენსიტიურია ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა - ყველას გვინდა, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირში ვიხილოთ. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის მომგებიანი, თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას, გადაცემაში „ქრონიკა თეა სიჭინავასთან ერთად" განაცხადა.

„ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია, საკითხი, რომელიც იდეაში უნდა დაგვეხმაროს, რათა პოლარიზაცია ქვეყანაში შევამციროთ და რაღაცაზე შევთანხმდეთ. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა აქციეს ინსტრუმენტად იმისთვის, რომ მიაღწიონ თავიანთ პოლიტიკურ მიზნებს. ანუ, მათ ის კი არ დაინახეს, რომ ეს არის დეპოლარიზაციის საშუალება, არამედ პირიქით, ევროკავშირში ინტეგრაცია, კონკრეტულად კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყნისთვის, ინსტრუმენტად იქცა მათ ხელში. ხედავენ რესურს, რომ თუ ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს შეიძლება მათთვის ბევრად უფრო მომგებიანი იყოს, განსაკუთრებით იმ საზოგადოებაში, სადაც 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, სენსიტიურია ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა - ყველას გვინდა, ევროკავშირში ვიხილოთ ჩვენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, მათთვის ეს არის მომგებიანი, თუკი ქვეყანა არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ვიდრე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სხვა ეტაპზე გადავიდეთ", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×