რეზონანსი
01.04.2023

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის twitter-ის გვერდზე.

უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას რუსეთი როტაციის პრინციპით გადაეცა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნები ყოველთვიურად იცვლებიან. მათი თანმიმდევრობა ანბანის მიხედვით განისაზღვრება. საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ნიშნავს და ხსნის შეხვედრებს, თუმცა არ აქვს უფლებამოსილება, რომ გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებებზე.

ამასთან, ამ გადაწყვეტილებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „წარუმატებელი საპირველაპრილო ხუმრობა" უწოდა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ეს არის კიდევ ერთი სიმბოლური დარტყმა საერთაშორისო ურთიერთობების წესებზე დაფუძნებულ სისტემაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×