რეზონანსი
01.04.2023

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ იმყოფება.

ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის ტენდერები არ ჩატარებულა. საზოგადოების ინფორმირებისათვის განვმარტავთ, რომ ინსულინის მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და მარაგი სისტემატურად ივსება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობა.

შესაბამისი დადგენილება (2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N609) სამი თვის მარაგების გაცემას არ ითვალისწინებს", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ინსულინის მედიკამენტები ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე: თბილისი - შპს „მედფარმა პლუსი" დიმიტრი უზნაძის ქ. N76; ორდე დგებუაძის ქ. N1. აჭარა - შპს „ბლექსი ფარმა" ქ. ბათუმი, გორგასლის ქ. N165. გურია - შპს „პანაცეა" ქ.ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. N2. იმერეთი - შპს „ფარმასპექტრი" ქ. საჩხერე, მაჭავარიანის ქ. N20; შპს „ფარმაცია" ქ. ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ. N61ა; შპს „N4 აფთიაქი"; ქ. ქუთაისი, პუშკინის ქ. N14; ი/მ „რუსუდანი კაციტაძე" ტყიბული, კ. გამსახურდიას ქ.N38; შპს „ფირმა ფარმაცია" ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. N21ა; შიდა ქართლი - ი.მ. „დავით გელაშვილი" ქ. ხაშური, ბორჯომის ქ. N206; კახეთი - შპს „იმედი-თელავი" ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის გამზირი N41; მცხეთა-მთიანეთი - შპს „ჯეო ფარმა" მცხეთა, მერაბ კოსტავას 17ბ; რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო სვანეთი შპს „ამბროლაურის აფთიაქი"; ამბროლაური, კოსტავას ქ. N14; სამეგრელო-ზემო სვანეთი - შპს „ზუგდიდის ფარმაცია" ქ.ზუგდიდი, თამარ მეფის ქ. N18; შპს „ალბინა" ქ. ფოთი, კოსტავას ქუჩა N22; ი.მ. „ნათელა ჯაფარიძე" მესტია, სეტის მოედანი N17; სამცხე-ჯავახეთი - ი/მ „ლია გორელიშვილი" ქ. ახალციხე, რუსთაველიქ ს. N97; შპს „ფარმამელინე" ახალქალაქი, ნალბანდიანის ქ. N54; ი/მ „ნორაირ მერაბიან" ნინოწმინდა, თავისუფლების ქ. N19; ქვემო ქართლი - შპს „ფარმავიტა" ქ. რუსთავი, წერეთლის ქ. N9ა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×