რეზონანსი
01.04.2023

სა­მო­რი­ნე „ამ­ბა­სა­დორ­ში" უარ­ყო­ფენ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შსს-ს მიერ და­კა­ვე­ბულ პი­როვ­ნე­ბას რა­ი­მე კვე­თა ჰქონ­და მათ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­მო­რი­ნეს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

„გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც ამ წუ­თე­ბამ­დე ვრცელ­დე­ბა და წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მი­ზან­მი­მარ­თულ მცდე­ლო­ბას.

ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც და­კა­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სტუმ­რობ­და სა­მო­რი­ნე ამ­ბა­სა­დორს, წარ­მო­ად­გენს სიც­რუ­ეს. გვსურს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პირი არ სტუმ­რობ­და სა­მო­რი­ნე ამ­ბა­სა­დორს და არ იყო ვე­რი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ.

მას არა­ნა­ი­რი გა­დაკ­ვე­თა არ ჰქო­ნია სა­მო­რი­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ვონ ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­გან" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

„ამ­ბა­სა­დო­რის" იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ პირს, რო­მე­ლიც შსს-მ და­ა­კა­ვა, სას­ტუმ­როს ნო­მე­რი ორი-სამი დღის აღე­ბუ­ლი ჰქონ­და ნო­მე­რი.

„ეს ადა­მი­ა­ნი, ვის­ზე­დაც მე­სა­უბ­რე­ბით, აქ ცხოვ­რობ­და, ორი თუ სამი დღის აღე­ბუ­ლი ჰქონ­და ნო­მე­რი, მაგ­რამ მან გა­ა­ჩი­ნა თუ არა ხან­ძა­რი, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ჯერ მე არ შე­მიძ­ლია. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სია ბევ­რია, გა­ა­ჩი­ნა ფი­ზი­კურ­მა პირ­მა, თუ გაჩ­ნდა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. აქ ყვე­ლა­ნა­ი­რი ნორ­მა და­ცუ­ლია. ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მა რო­გო­რიც არ უნდა გა­ა­კე­თო, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც ამ ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რო­ბის გა­მოც­დის. მა­გა­ლი­თად, თუ ფი­ზი­კურ­მა პირ­მა გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა ხან­ძა­რი, ძნე­ლია, ხან­ძარ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სის­ტე­მამ იმ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად იმუ­შა­ოს, რომ ის არ გავ­რცელ­დეს. მი­თუ­მე­ტეს, როცა ასე­თი მა­ღა­ლი კლა­სის სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც ბევ­რი ხა­ლი­ჩაა, ბევ­რი ფარ­და და შპა­ლე­რია და მარ­ტი­ვად აა­ლე­ბა­დია" - ამ­ბობს სას­ტუმ­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი „ტვ პირ­ველ­თან".

ცნო­ბის­თვის, სას­ტუმ­რო „ამ­ბა­სა­დორ­ში" ხან­ძა­რი გუ­შინ და­ახ­ლო­ე­ბით 18:00 სა­ათ­ზე გაჩ­ნდა, რის შე­დე­გა­დაც შე­ნო­ბის მე­სა­მე სარ­თუ­ლი მთლი­ა­ნად გა­ნად­გურ­და. ად­გილ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის 16 სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ეკი­პა­ჟი მუ­შა­ობ­და. პო­ლი­ცი­ამ დღეს დი­ლით და­ა­კა­ვა პირი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძა­რი გან­ზრახ გა­ა­ჩი­ნა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×