რეზონანსი
01.04.2023

კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტი პაველ ლებედი დაკითხვაზე დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, მედიის ცნობით, მიტროპოლიტის სახლსა და ლავრაში ჩხრეკა ჩატარდა.

მედიის ცნობით, მიტროპოლიტი დაკითხვაზე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის საფუძველზე დაიბარეს. მას ბრალი ედება რელიგიური სიძულვილის გაღვივებაში, ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების აგრესიის გამართლებაში.

მიტროპოლიტმა სასამართლოს დარბაზში განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა აგრესიის მხარეს, თუმცა არ უხსენებია რუსეთი.

„არაფერი გამიკეთებია ისეთი, რომ ბრალი დამდონ. ეს პოლიტიკური საქმეა. არასდროს ვყოფილვარ აგრესიის მხარეს, აგრესიის წინააღმდეგი ვარ. ახლა უკრაინაში ვიმყოფები. ეს ჩემი მიწაა", - განაცხადა მიტროპოლიტმა სასამართლოს დარბაზში.

ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა, სადაც მიტროპოლიტი პაველი დადებითად საუბრობს რუსი სამხედროების მიერ ხერსონის ოკუპაციის შესახებ და პატრიარქ კირილისთვის ლოცვას სთხოვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×