რეზონანსი
01.04.2023

სასტუმრო ამბასადორში ხანძრის გაჩენის საქმეზე 1995 წელს დაბადებული ა.ლ. დააკავეს. მას ბრალად ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება ან განადგურება ედება. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პირი რომელმაც სავარაუდოდ ამბასადორი გადაწვა დაკავებულია. არსებული ვერსიით, მან კაზინოში დიდი ოდენობით თანხა წააგო, შემდეგ ავიდა რესტორანში, შეუკვეთა სუში, სასმელი და შემდეგ ცეცხლი გააჩინა.

პარალელურად გავრცელდა ახალგაზრდა კაცის ვიდეო, რომელიც უიმედო მდგომარეობაში სასტუმროს შენობაში იმყოფება და შემდეგ სიტყვებს ამბობს:

„არ არსებობს... არსებობას აზრი არ გააჩნია" - ამბობს ვიდეოში 28 წლის ახალგაზრდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×