რეზონანსი
01.04.2023

უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლი 29 წლის მი­ხე­ილ მა­ზა­ნაშ­ვი­ლია. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ყვე­ლა­ზე ცხელ წერ­ტილ­ში, ბახ­მუტ­თან შე­ტა­კე­ბას ემსხვერ­პლა. მა­ზა­ნაშ­ვი­ლი გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ზერ­ტი­და­ნაა.

„ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია, ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი ვართ. ერთი წლის წინ წა­ვი­და უკ­რა­ი­ნა­ში. იქ იბ­რძო­და, იქ იყო, მე­უღ­ლე იქ შე­ირ­თო, იქა­უ­რი ცოლი მო­იყ­ვა­ნა, იქ ცხოვ­რობ­და. ხვალ და­ბა­დე­ბის დღე აქვს ცხო­ნე­ბულს. გუ­შინ გაგ­ვა­გე­ბი­ნეს, რომ ეს ტრა­გე­დია მოხ­და ახლა, 8 წელი იმ­სა­ხუ­რა თავ­დაც­ვა­ში.

ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე იყო, პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი იყო. სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით იყო წა­სუ­ლი. აქ უნდა გად­მო­ას­ვე­ნონ, რად­გან აქ არი­ან მისი წი­ნაპ­რე­ბი დაკ­რძა­ლუ­ლი", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვი "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას.

„2008 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში იყო, ძა­ლი­ან და­აკ­ლდე­ბა ჩვენს სო­ფელს, ერთი ადა­მი­ა­ნი ცუდს ვერ იტყვის, ისე­თი ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო" - იხ­სე­ნე­ბენ მა­ზა­ნაშ­ვილს სო­ფელ ზერ­ტში.

უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რი­დან, 2022 წლის 24 თე­ბერ­ვლი­დან დღემ­დე 38 ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლია და­ღუ­პუ­ლი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×