რეზონანსი
01.04.2023

უკრაინაში ქათველი მებრძოლი მიხეილ მაზანაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას გარდაცვლილის თანამებრძოლები ავრცელებენ.

არსებული ცნობებით, 29 წლის მიხეილ მაზანაშვილი ყველაზე ცხელ წერტილში, ბახმუტთან იბრძოდა. ქართველი მეომარი შეტაკებების დროს მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მიხეილ მაზანაშვილი გორის მუნიციპალიტეტიდან არის. მისი ახლობლები და თანასოფლელები ამბობენ, რომ 29 წლის მებრძოლი უკრაინაში 1 წლის წინ წავიდა. მათივე ინფორმაციით, მაზანაშვილს ჰქონდა დიდი სამხედრო გამოცდილება. ახალგაზრდა კაცი იბრძოდა ქართულ შეიარაღებულ ძალებში, ასევე, იმყოფებოდა ავღანეთში საერთაშორისო მისიაში.

„ერთად გაზრდილები ვართ, 1 წლის უკან წავიდა უკრაინაში. იქ იბრძოდა, მეუღლე იქ შეირთო, იქაური ცოლი მოიყვანა, იქ ცხოვრობდა. ხვალ აქვს დაბადების დღე. გუშინ გაგვაგებინეს ჩვენ, როგორც ვიცით, ჭურვი დაეცა",- ამბობენ ახლობლები.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი 40-მდე ქართველია დაღუპული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×