
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ძალიან ეეჭვება, რომ უკრაინა წელს თავისი ტერიტორიიდან რუსულ ძალებს განდევნის.
„არ მგონია, რომ ეს უახლოეს პერსპექტივაში, წელს განხორციელდეს. ზელენსკიმ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ყველა რუსის გაძევება და ეს მნიშვნელოვანი სამხედრო ამოცანაა. ძალიან, ძალიან რთული სამხედრო ამოცანა. ხედავთ, რომ რამდენიმე ასეული ათასი რუსი ჯერ კიდევ იმყოფება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე. მე არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა“, - განაცხადა გენერალმა მარკ მილიმ.
კითხვაზე, მიაწვდის თუ არა შეერთებული შტატები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს? - აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ შეერთებული შტატები ATACMS-ის რაკეტების მიწოდებას არ გეგმავს, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების სხვა შესაძლებლობებს განიხილავს.