რეზონანსი
31.03.2023

საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს და უბრალოდ წარმოუდგენელია - პრეზიდენტი იყენებს მაღალ ტრიბუნას იმისთვის, რომ მთელი მისი გამოსვლის დიდი ნაწილი დაფუძნებული იყოს, პირდაპირ ვთქვათ - ჭორაობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში" განაცხადა.

„შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმისთვის გვერდის ავლა, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ" და რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის დამცველადაც მოგვევლინა პრეზიდენტი. ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერანაირი ხელშესახები მსჯელობა და დისკუსია იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა. არავის არაფერში სჭირდება სალომე ზურაბიშვილისგან შექება, მაგრამ ქართველ ხალხს ნამდვილად სჭირდება პრეზიდენტისგან ობიექტური რეალობის მოსმენა", - აღნიშნა ღუდუშაურმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×