რეზონანსი
31.03.2023

კლინიკა „ვივა მედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ყოველი დღე არის დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადააფიქრებინონ”.

„როგორ წარმოგიდგენიათ, მართლა ვიღაცის მოკვლა რომ გვნდომებოდა, 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით. როდესაც პაციენტთან პატარა გაუმჯობესება გვაქვს, ყველას გვიხარია, ჩვენც და პაციენტსაც. თითოეული შენარჩუნებული გრამიც რომ იყოს ნამატი, ამის თქმაც გვეშინია, რადგან ეს აღიქმება საშინლად მძიმედ და აღარ ვიცით რა გაგვიხარდეს – კარგად ყოფნა თუ ცუდად ყოფნა.

ისეთი დილემის წინაშე დავდექით მთელი კოლექტივი, რომ ასეთ მოცემულობასთან საქმე არასდროს გვქონია. ყოველი დღე არის ჩვენი დაუსრულებელი ომი და ბრძოლა, რომ სიკვდილთან თამაში გადავაფიქრებინოთ“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×