რეზონანსი
30.03.2023

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტი თავის ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დამცველია.

"ვინც რა უნდა თქვას, მაგრამ რეგიონის გამორჩეულ ლიდერს, თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს, თავის ქვეყნის ეროვნული და სახელმწიფო ინტერესების დაცვას ნამდვილად ვერ დაუწუნებთ. არ და ვერ მივიღებ ვიღაცების „ბრძნულ" კრიტიკას თურქეთში მისი მმართველობის ან თუნდაც საგარეო პოლიტიკის შესახებ. ყველას შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანა და მისი ლიდერი, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სერიოზული მეგობარი, სავაჭრო, ეკონომიკური პარტნიორი და საქართველოს უპირობო მხარდამჭერია ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე. ახლა კი მთავარი, როგორ ფიქრობთ, თურქეთის ლიდერის, რეჯეფთაიფ ერდოღანის ეს განცხადება: „ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ, " რით არის გამოწვეული სილაჩრით, შიშით თუ რეალურ საფრთხიდან გამომდინარე, მისი მტკიცე და გონივრული გადაწყვეტილებით? თურქეთის არმიის მოქმედი კომპონენტი 514 000 სამხედრო მოსამსახურესა და 378 000 რეზერვისტს ითვლის, გაწვევა სავალდებულოა, ჩვენ (საქართველოს!) მონაცემებს შეგნებულად არ ვიძახი, ერთს ვიტყვი მხოლოდ ჯარში წასვლაზე ლამის აკანკალებთ საქართველოში, რუსეთთან ომს კი ითხოვენ ოღონდ სხვის შვილების ხარჯზე, ასე რომ... აქვე მინდა ყველას შევახსენო, თუკი NATO-ს წევრი და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმიის მქონე ქვეყანა, ცდილობს ომში არ ჩაერთოს, საქართველოს იგივე ნაბიჯს, რატომ აღიქვამენ ასე აგრესიულად და უარყოფითად? იცით ამას რა ჰქვია? ამჯერად, თავს შევიკავებ და არ ვიტყვი, თუნდაც იმიტომ დარწმუნებული ვარ უჩემოდაც ბევრი სიტყვა გაგახსენდებათ..."- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს განცხადება გააკეთა, "ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×