რეზონანსი
30.03.2023

მიხეილ სააკაშვილს საცივი რომ შევუტანოთ ვერ შეჭამს. უბრალოდ, რას მოემსახურება საცივის იქამდე მიტანა? ისევ უკან უნდა გამოიტანო, ვერ ჭამს ამ საჭმელს. ხაზს ვუსვამ, რომ საშუალება გვაქვს, რადგან თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ საშუალება არ აქვს ოჯახს საჭმელი მიუტანოს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცუდად არის და ვერ ჭამს.

„ოჯახს მიაქვს სამედიცინო თვალსაზრისით შერჩეული საკვები, რომლის მიღებაც შეუძლია პრეზიდენტ სააკაშვილს. ასე, ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ სააკაშვილთან მობილური ტელეფონიც მივიტანოთ, მაგრამ შეუტანენ ამ ტელეფონს? ზუსტად ასეა, როგორც ფიზიკურად ვერ შეუტანენ და ვერ მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილი ჩვენ მიტანილ „ყიყლიყოს", ასე ვერ შეჭამს იმ საჭმელს,რომელსაც ვერ ჭამს. მას რომ შევუტანოთ საცივი ვერ შეჭამს. უბრალოდ, რას მოემსახურება საცივის იქამდე მიტანა? ისევ უკან უნდა გამოიტანო, ვერ ჭამს ამ საჭმელს. ამაზე ხაზს ვუსვამ, რომ საშუალება გვაქვს, რადგან თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ საშუალება არ აქვს ოჯახს საჭმელი მიუტანოს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. პრეზიდენტი რომ ვერ ჭამს დამტკიცებულია ძალიან მაგარ დასკვნაში. ამერიკელი ექიმები, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი წერს, რომ ის არის მძიმე მეტალებით მოწამლული, მისი ორგანიზმი ვერ მიიღებს საკვებს, ვიდრე არ მოხდება დეტოქსიკაცია", - განაცხადა ჩალაძემ.

ამასთან, გიორგი ჩალაძე არ აკონკრეტებს, თუ როდის მიმართავენ სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ „სასამართლოში სარჩელი შევა ისე, როგორც წესი და რიგია".

მისივე თქმით, დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება.

„ძალიან უნდათ, რომ გაარკვიონ, თუ როდის შეგვაქვს სარჩელი სტრასბურგში. მთელი პანიკა აწეულია იმაზე, თუ რატომ არ შეგვაქვს სარჩელი დღეს ან ხვალ. სარჩელი მიგვაქვს და ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. კობახიძის თავში მოხარშული რიტორიკა მხარემ იცის. რაც უფრო ხშირად ვისაუბრებთ სტრასბურგზე და სარჩელზე, რომელიც უნდა შევიდეს, ჩვენი ეს განცხადებები მეორე მხარის მიერ ჩვენ წინააღმდეგ დაგვხვდება წარმოდგენილი",- აცხადებს ჩალაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×