რეზონანსი
27.03.2023

სახელმწიფო პროგრამის 10 წლიანი შედეგი - დღეს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სერვისების დღევანდელი მდგომარეობა, 2012 წლამდე არსებულ მონაცემებს შეადარა. თუ გასულ პერიოდში საყოველთაო ჯანდაცვით მოსახლეობის მხოლოდ 40% სარგებლობდა, დღეს ციფრები გაორმაგებულია და მაჩვენებელი 94%-ს შეადგენს. პრემიერის განცხადებით, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იყო და რომ არა კონკრეტული პროგრამები, 3 მილიონამდე ადამიანს 6 მლრდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევდა.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას იმ სამედიცინო პრევენციულ პროგრამებზეც ისაუბრა, რომელიც 2012 წლამდე საერთოდ არ არსებობდა, მათი ამოქმედების შედეგად კი, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი 60%-ით შემცირდა, C ჰეპატიტის გავრცელება - 67%-ით. რაც შეეხება რეფერალურ მომსახურებას, დღემდე მოქალაქეების მკურნალობისთვის 350 მლ ლარი გამოიყო.

პროგრამის შედეგებზე ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ზურაბ აზარაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის უკვე მიღწეულ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა ყველა მოქალაქეს თანაბრად შეუქმნა ჯანმრთელობის შენარჩუნების პირობები. მინისტრი პროგრამის პარალელურად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, უკვე ამოქმედებულ რეფორმასაც შეეხო.

ჯანდაცვის პროგრამის შეჯამებას დღეს ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ. 16 წლის ბაჩოს იშვიათი დაავადება აქვს. მედიკამენტი, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 4 000 დოლარი ღირს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მკურნალობის კურსს მთლიანად უნაზღაურებს.

15 თვეში C ჰეპატიტისაგან სრულად განიკურნა თემურ რადიანი. უკვე გამოჯანმრთელებული ამბობს, რომ ელიმინაციის პროგრამამ მას ჯანმრთელობა დაუბრუნა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, სამედიცინო სექტორს, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისების განვითარების შესაძლებლობაც მისცა. დაფინანსების მოცულობა, კარდიოქირურგიული სერვისებისთვის, 2022 წელს - 2013 წელთან შედარებით, 12-ჯერ გაზიარდა; ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიისთვის - 51-ჯერ; გეგმური ქირურგიისთვის - 27-ჯერ. ასევე, ქრონიკული დაავადებების მართვისთვის განკუთვნილი მედიკამენტების დაფინანსება 5000-ჯერ არის მომატებული

ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფისთვის, სამინისტრომ სამედიცინო დაწესებულებებში, შიდა ინფექციის კონტროლის მექანიზმები გააძლიერა. ძალაში შევიდა, ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების ახალი სანებართვო პირობები. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის, 2025 წლიდან, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×