რეზონანსი
27.03.2023

ევროპაშიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სრულიად სხვა საქმით არიან დაკავებული და მათთვის მეორეხარისხოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა ამ ქვეყანაში რომელიმე პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში" ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, კუბილიუსისა და მსგავსი პოლიტიკოსებისთვის მთავარი პრიორიტეტია საქართველოში რაღაც შეიცვალოს და მათთვის მოსაწონი ხელისუფლება იყოს. მისივე განმარტებით, არადა, ევროპული ღირებულება სრულიად სხვა მიდგომას ქადაგებს.

„არავინ ითხოვს ჩვენგან სუვერენიტეტის დაკნინების ხარჯზე ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას. სრული პატივისცემა აქვს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ვერავინ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის არჩევანში ვერ ჩაერევა. ამიტომაც, როდესაც გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპაში მყოფი, ცდილობენ, როგორღაც ჩაერიონ ამ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში, ეს რა თქმა უნდა, სასურველი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, ევროპულ დედაქალაქებში, ზოგადად ევროპარლამენტში ეს ყველასგან აპრობირებული პოლიტიკის კეთების ხერხი არ არის და აქედან გამომდინარე, იმედიანად უნდა ვიყოთ", - განაცხადა სარჯველაძემ.

მან ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

„როგორიც არ უნდა იყოს გეოგრაფია და კონტექსტი, დიახ, საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და როდესაც კონტექსტზე ვსაუბრობთ, გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში ეს თარგმნეს ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა, როგორც ქვეყნის წარუმატებლობა. ეს ხომ ცუდი ამბავია, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი. თუ ეს მაშინ ვერ მოხდა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხვა დროს მოხდება", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×