რეზონანსი
25.03.2023

24 მარტს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სოფელ წიწამურთან, წყალსადენის მაგისტრალურ მილზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, გადაუდებლ სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ხვალ, 24 მარტს, დღის 12:00 საათზე დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 24 მარტს, დღის 12:00 საათიდან 25 მარტის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში - ვაჟა-ფშაველას I, II, III კვარტლებს, V კვარტლის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების ნაწილს, ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის, ქავთარაძის და ნუცუბიძის ქუჩების ნაწილს, ნუცუბიძის I, II, მიკრორაიონებს და IV მიკრორაიონის ნაწილს, ჩახავას, ბარათაშვილის, გამრეკელის, გურიელის, დელისის, გაზაფხულის, თავხელიძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ძოწის და მიმდებარე ქუჩებს.

სოფელ დიღომში - ჩოხელის, შარაშიძის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონ დე ბაის, გიორგი ბრწყინვალის, ხანძთელის, ჭიაურელის, დიდგორის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, ბერი გობრონის, სერგო ზაქარიაძის, ბუაჩიძის, მირზა გელოვანის, ზალდასტანიშვილების და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს.

გლდანის რაიონში - ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, მაყაშვილის, ავჭალის, ზინკარის და მიმდებარე ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×