რეზონანსი
24.03.2023

„ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი ლობისტია.

როგორც მან პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომელზეც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ, „ქართული ოცნება" ვერ განიხილავს მათ რეკომენდაციებს და იმ რეზოლუციას, სადაც წერია, რომ თურმე ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

„დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ოღონდ ღირსებით. პირადად არ მგონია, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი, კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არიან ჩვენ ქვეყნის მეგობრები. ისინი არიან კონკრეტული პარტიის „ნაციონალური მოძრაობის" ფასიანი ლობისტები. ვერ განვიხილავ მათ რეკომენდაციებს, არც იმ რეზოლუციას, სადაც ჩამიწერეს, რომ თურმე სააკაშვილი, რომელიც მთელ რიგ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი და ეს დადასტურებულია, სააკაშვილი, რომელსაც ევროპული სასამართლოს მხრიდან მისჯილი აქვს გირგვლიანის თემაზე, ის თურმე პოლიტპატიმარია. მეორე კიდევ, ქართული ჯარი რომ გაძარცვა და მილიარდერი გახდა, თურმე ის არის მედია დევნილი. ამ რეზოლუციას თქვენ დაუჭირეთ მხარი, კი ბატონო იმიტომ, რომ თქვენი დამფინანსებლები არიან, მაგრამ ჩვენთვის ის ევროპა არ არის, გამორიცხულია. ჩვენთვის ევროპა არის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება. ახლა არის კარგი შესაძლებლობა ევროკავშირში, რომ შეცდომა გამოვასწოროთ და კანდიდატის სტატუსი ღირსეულად, დამსახურებულად მიენიჭოს საქართველოს",-განაცხადა ზარქუამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×