რეზონანსი
24.03.2023

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ლეგიტიმური არჩევნები ჩატარდა. ამის შესახებ ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„გადატრიალება-გადმოტრიალება ვიცი საწოლში, საკუთარში ან სხვისაში, პარტიაში ჩატარდა ლეგიტიმური არჩევნები და არჩევნების შედეგებით არის  ახალი თავმჯდომარე და მოხარული ვარ, რომ ვხედავ სიცოცხლის უნარს, რომელიც დაბრუნდა პარტიაში.

რა უნდა გაკეთდეს და რა გეგმა გვაქვს - ევროპაში, ამერიკაში საგარეო ურთიერთობები და საქართველოს საშინაო ურთიერთობები უნდა ავიდეს უმაღლეს დონეზე, უნდა გააქტიურდეს და ყველა რესურსი, რაც კი არსებობს, უნდა მიმართული იყოს, პრეზიდენტ სააკაშვილის გასათავისუფლებლად იმიტომ, რომ ეს არის უპირველესი, უმთავრესი საკითხი  ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×