რეზონანსი
23.03.2023

როგორც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, მათი მთავარი ამოცანაა, რომ არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს.

„ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა - რეკომენდაციების შესრულება", - განაცხადა ვოლსკიმ.

24 მარტს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×