რეზონანსი
23.03.2023

მე გავიგე, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაქტობრივად იგივე რიტორიკის გზავნილებს უშვებს, რაც ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩებს ჰქონდათ, როდესაც საქართველოს მთავრობას მიმართეს, - ასე შეაფასა ვახტანგ მეგრელიშვილმა ანალენა ბერბოკის განცხადება, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა. ამ თემაზე „გირჩის" წევრმა „ქრონიკაში" ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ არაფერი იმ განცხადებაში, რომლითაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა, საქართველოში დღეს გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ ამას ბუნებრივად არ გავაკეთებთ. სიტყვა-სიტყვით შემეძლო დავთანხმებოდი თითოეულ ამ განცხადებას, მართლა გვაქვს ეს ყველაფერი გასაკეთებელი. თითოეული განცხადება სწორია, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, 1 კვირის წინ რომ იყო საქართველოში", - განაცხადა მეგრელიშვილმა.

მან გააკრიტიკა კახა კალაძის პასუხი ბერბროკის განცხადებაზე და აღნიშნა, რომ როდესაც ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი სტუმარი ჩამოდის, მისი კრიტიკისგან თავი მინიმუმ მანამდე უნდა შეიკავო, სანამ მას არ დაელაპარაკები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×