რეზონანსი
23.03.2023

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა.

ადვოკატის თქმით, მისი თხოვნაა ომბუდსმენისადმი, რომ მისი წარმომადგენელი ან თავად შეხვდეს "ვივამედის" დირექტორს, რათა გაირკვეს, რასთან დაკავშირებით გაკეთდა გუშინ განცხადება.

ხაჭაპურიძე თვლის, რომ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა საქმე პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელს შევხვდი. ჩვენი თხოვნა იყო, რომ სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შეხვდეს „ვივამედის" დირექტორს, რასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება გუშინ. ასევე ვაცნობე იმის შესახებ, რომ კლინიკა „ვივამედი" არ გვაძლევს ავადმყოფის ისტორიებს და ვართ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში.

გარდა ამისა, ვთხოვე, რომ სასწრაფოდ შევიდეს კომისია და გავარკვიოთ თუ როგორია მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლისგან პასუხი იყო, რომ ხაჭაპურიძის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ჯგუფი მუშაობს.

"პასუხს გვაცნობებენ დღეს ან ხვალ. აპირებენ გაარკვიონ თუ რასთან დაკავშირებით იყო გაკეთებული განცხადება",- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×