რეზონანსი
23.03.2023

საპარლამენტო ბოიკოტი, თავმჯდომარის არჩევნები, თავად თავმჯდომარე, გეგმები მათ შორის ცხრა აპრილის აქციაზე და პროცესებში ვანო მერაბიშვილის ჩართულობა, - ეს არის ის ჩამონათვალი, რასაც ხატია დეკანოიძე საჯაროდ ასახელებს პარტიასთან შეუთავსებლობის მიზეზად.

დატოვებს თუ არა პოლიტიკოსი "ნაციონალურ მოძრაობას", ჯერ უცნობია. ის არ მალავს, რომ ამაზე ნაფიქრი აქვს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გააჟღერებს. ხატია დეკანოიძე არ იზიარებს პარტიის საერთო პოზიციას და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართულია.

"ბოიკოტი არ არის ერთადერთი თემა, რა განსხვავებაც მე მაქვს პარტიის მენეჯმენტთან. რაზეც ჩემი უკმაყოფილება იციან პარტიაში და მე მისაუბრია ამ თემებზე, ეს იყო პირველ რიგში პოლიტ საბჭოს არჩევნები, რომელიც ვფიქრობ, რომ არ ჩატარდა გამჭვირვალედ, ეს იყო 9 აპრილის აქცია და ა.შ. მაქვს სხვადასხვა თემები, განსხვავებები და ალბათ ერთ-ერთი როლი ამაშიც ითამაშა ვანო მერაბიშვილის ძალიან აქტიურმა ჩართულობამ," - ამბობს ხატია დეკანოიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×