რეზონანსი
23.03.2023

რატი იონათამიშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებებს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების" წევრი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კვლავ ძლიერი და ერთიანია.

„ჩვენი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ იქნებოდა გარკვეული საკადრო ცვლილებები და ეს იქნებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენი სამი კოლეგა ღირსეული პიროვნებები არიან, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნისა და გუნდის სამსახურში ყოფნასა და მუშაობას. რაც მთავარია, ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ერთსულოვანი და ერთად განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვასა და მუშაობას", - აცხადებს იონათამიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×