რეზონანსი
23.03.2023

„გირჩის" წევრი ჰერმან საბო საქართველოში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.

„ეს ჩამოსვლა შეიძლება შევაფასოთ როგორც ადგილზე საქმის უკეთ გარკვევის მცდელობა, რომ მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება გერმანიაში, რომელიც არის ზოგადად ევროგაფართოების სკეპტიკოსი, მაგრამ ახლა, ახალ რეალობაში, ამ რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, შეიძლება ეს შეხედულება შეცვალონ. ისინი რომ ცალსახა უარზე იყვნენ [საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე], სავარაუდოდ, არც არავინ ჩამოვიდოდა", - განაცხადა საბომ.

საქართველოს დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

თბილისში ჩამოსვლამდე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბერბოკი აღნიშნავს, რომ საქართველო განიცდის ზეწოლას ქვეყნის შიგნიდან და გარედან. მის განცხადებაში ასევე წერია, რომ საქართველოს მთავრობასთან შეხვედრაზე ის განიხილავს იმ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანას გადასადგმელი აქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×