რეზონანსი
20.03.2023

თიანეთის ენერგომომარაგების გაუმჯობესების მიზნით სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რომლის საერთო ღირებულება დაახლოებთ 3 მილიონი ლარია. რეაბილტაცია უტარდება მაღალი ძაბვის ქვესადგურს „თიანეთი-110“ და 2 მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს, რითაც გაიზრდება მცხეთა-მთანეთისა და კახეთის რეგიონებს შორის ენერგომომარაგების საიმედოობა.

მთლიანად იცვლება და რეკონსტრუქცია უტარდება ქვესადგურში არსებულ გამანაწილებელ მოწყობილობებს, მონტაჟდება მეორე ძალოვანი ტრანსფორმატორი, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თიანეთის ენერგომომარაგება. პროექტის ფარგლებში, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს „მაღაროსკარი“, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის იანეთთან აკავშირებს და მ/ძ გადამცემ ხაზს „კვეტერა“, რომლითაც თიანეთის რაიონიდან ელექტროენერგია ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეწოდება. 

სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, პროეტის განხორციელებაში ჩართული არიან, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური პერსონალი, ისე კონტრაქტორები. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×