რეზონანსი
20.03.2023

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - გარდაცვლილია ქალი, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა, მძიმეა.

შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა.

მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა.

ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი, ადგილზე გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ მისი 7 წლის შვილი და მეუღლე.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები გურჯაანში, ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.

"ბავშვი ძალიან მძიმეა და ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, თბილისში გადაყვანა სჭირდება. ამ წუთში აქ არის, მაგრამ მალე გავაგზავნით. კვლევებს ვუტარებთ მამამისსაც, რომელსაც ტრავმა ასევე თავის ქალაზე აქვს მიღებული და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - ამბობენ კლინიკაში.

წყარო: "tia.ge"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×