რეზონანსი
20.03.2023

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების რესურსი და აღნიშნა, რომ ის წინა წლებშიც ცდილობდა ოპოზიციის გაერთიანებას, თუმცა, დეტალები ხელს უშლიდა. წამყვანების კითხვაზე, ვისთან ერთად მოიაზრებს ოპოზიციურ ერთობას, მარგველაშვილმა განაცხადა: „ყველაზე მეტად, ვაშაძე, ლაკა, ჯაფარიძე, „ლელო".

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის წარუმატებელი პროექტია. მისივე თქმით, აღნიშნული დასკვნა მან საკუთარი ანალიზის საფუძველზე გამოიტანა და დამადასტურებელი ფაქტი არ აქვს.

„რა ფაქტი უნდა მქონდეს, წარუმატებელი პროექტია - ერთი და მეორეც, მე ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებმაც მიტინგები დაარბიეს, არ მაქვს ღირებულებითი შეთავსებულობა არანაირად. 

მაგალითად, ისევე როგორც ვანო მერაბიშვილთან არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან სასაუბროდ“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×