რეზონანსი
19.03.2023

განათლებას აუცილებლად მიუკერძოებელი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ის არ შეიძლება, იყოს პოლიტიზებული და ჩაყენებული რომელიმე პოლიტიკური გუნდის მერკანტილური ინტერესის სამსახურში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „იმედის კვირას" „ფრანკლინის კლუბზე" საუბრისას განუცხადა.

„მთავარი პრობლემა ეს არის, როდესაც საგანმანათლებლო პროგრამის სახელით შენიღბულია რეალურად პოლიტიკური გეგმები და ზრახვები. რასაკვირველია, ეს კეთილსინდისიერი დამოკიდებულება არ არის. ბუნებრივია, ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც თავად საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული პოზიცია, რადგან განათლებას აუცილებლად მიუკერძოებელი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ის არ შეიძლება იყოს პოლიტიზებული და რომელიმე პოლიტიკური გუნდის მერკანტილური ინტერესის სამსახურში ჩაყენებული", - განაცხადა სარჯველაძემ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×