რეზონანსი
19.03.2023

საქართველო 38 სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი იყო, რომელმაც ჰააგას ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართა , - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, იმ პერიოდში, უკრაინის ელჩის გაწვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს და დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არა თუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია.

"როგორც კი რუსეთი შეიჭრა უკრაინაში საქართველომ მიმართა ჰააგის ტრიბუნალს რუსეთის მიმართ გამოძიების დაწყებაზე სავარაუდო გადაწყვეტილების მისაღებად, ნებისმიერი თანამდებობის პირისადმი პრეზიდენტის ჩათვლით თუ კი სამხედრო სახის დანაშაულებები იქნებოდა ჩადენილი. ეს არის ჰააგის ტრიბუნალის დანიშნულება და სტატუსი.

იმ პერიოდში, როდესაც ეს გადაწყვეტილება მზადდებოდა და სხვა 37 ქვეყანასთან საქართველო ამზადებდა ამ სარჩელს ჰააგაში შესატანად, ამ პერიოდში უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს და დღეს უკვე აშკარაა, რომ უკრაინა არა თუ მადლიერებას გამოხატავს სამართლებრივი და პოლიტიკური, ჰუმანიტარული თანადგომისთვის, რასაც საქართველო მას უწევს, არამედ ელჩი გაიწვია.

უკრაინის ინტერესია არა მადლიერება გამოხატოს იმ პოლიტიკური, ჰუმანიტარული, სამართლებრივი თანადგომისთვის, არამედ საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდოს, რომ ჩაერთოს საომარ მოქმედებებში და ამას ღიად ადასტურებენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×