რეზონანსი
09.02.2023

პარლამენტს ამათი არყოფნითაც იგივე აკლია, რაც ამათი ყოფნის შემთხვევაშიც აკლდა, ეს არის დისკუსიები და სერიოზულობა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა", როგორც პარტია უკვე გამქრალია და მალე მათი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც გაარკვევენ, რომ არარსებული რამე უყვართ ან სძულთ.

„პარლამენტს ამათი არყოფნითაც იგივე აკლია, რაც მათი ყოფნის შემთხვევაშიც აკლდა, ეგ არის დისკუსიები და სერიოზულობა. არიან დეპუტატები, რომლებსაც არ უნდათ დეპუტატობა და სხვა და სხვა მიზეზით, ხათრით არიან დეპუტატები. ფინალი უკვე მომხდარია, ეს არის „ნაცმოძრაობის" გაქრობა, ეს მომხდარია, უბრალოდ ამის აღიარება არ არსებობს და არსებობს ილუზია ადამიანებში, თითქოს „ნაცმოძრაობა" არსებობს. ცოტა ხანში, „ნაცმოძრაობის" მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც გაარკვევენ იმას, რომ არარსებული რამე უყვართ ან სძულთ", - აღნიშნა ხვიჩიამ.

დაანონსებული კონსულტაციები მანდატების დატოვების საკითხზე „ნაციონალურ მოძრაობაში" არ გამართულა. როგორც ირკვევა, პარტია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა საპარლამენტო პრივილეგებზე უარს ვერ ამბობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×