რეზონანსი
09.02.2023

პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ არის გამორიცხული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ამნისტია გამორიცხულია. ჩვენ საუბარი გვქონდა თეორიულ ვარიანტებზე - ამნისტიის მიღება ამ თემაზე პარლამენტის მიერ გამორიცხულია. ამნისტია არის ისეთი კანონი, რომელიც უნდა შეეხოს პირთა აბსტრაქტულ წრეს. არ შეიძლება, ერთ კონკრეტულ ადამიანს მოერგოს ამნისტიის კანონი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს - აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ერთ კაცს მოვარგოთ ამნისტიის კანონი. 9000-ვე პატიმარი, რაღაც დოზით, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილიც, შეიძლება იწვევდნენ თანაგრძნობას. რა თქმა უნდა, ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9000 პატიმრის გათავისუფლება არის გამორიცხული. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულებში მხილებულ პატიმარს. ამდენი ადამიანი არცერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი? პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ არის გამორიცხული", - აცხადებს კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×