რეზონანსი
09.02.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,60 ათასი ტონა, რაც 0,20 ათასი ტონით, ანუ 14,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,40 ათასი ტონა) შედარებით. 

მ/წლის იანვრის თვეში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,39 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,29 ათასი ტონა (18,1%); გერმანია - 0,10 ათასი ტონა (6,3%), აზერბაიჯანი - 0,10 ათასი ტონა (6,3%);  და სხვ.

2023 წლის იანვრის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,9 ათასი ტონა, რაც 2,1ათასი ტონით ანუ 36,2%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (5,8 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში   საავიაციო ნავთის იმპორტის 57%  (4,5 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,1% (2,3 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  13,9% (1,1 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×