რეზონანსი
09.02.2023

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა.

„ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პატრნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. როგორც მაცნობეს, მათ უკვე გადაარჩინეს ადამიანი, 21 წლის ახალგაზრდა ქალი და მათი იქ ყოფნა იმედის სხივია ხალხისთვის“, – აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 12 391 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×