რეზონანსი
08.02.2023

ჩვენ, ბევრი დაყოფის მიუხედავად, უნდა შევჯერდეთ ერთზე, რაც არის ქვეყნის და ერის ინტერესი. მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნება" არის კალაპოტი და ჩვენ ვართ შენაკადი. ვფიქრობ, რომ ყველა შენაკადი ვართ იმ კალაპოტის, რასაც საქართველო ჰქვია. ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს კალაპოტი არ იცვლებოდეს და მიდიოდეს იმ გზაზე, რასაც ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი და ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია, რომელიც ყველას სურვილია, - ამის შესახებ დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შალვა პაპუაშვილმა წლიური ანგარიში წარადგინა.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში ოპოზიციისა და უმრავლესობის ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით პარლამენტის თავმჯდომარის როლზე ისაუბრა.

„რამდენიმე საკომიტეტო გასვლა იყო ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გვეჩვენებინა პოლიტიკური ნება, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი ნაბიჯი. თქვენი ინიციატივით რომ ყოფილიყო პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებთან ერთად პოლიტიკური ვიზიტი, თუნდაც ბრიუსელში და იქაც გვეჩვენებინა, რომ ერთი ნებით მოვედით - მოგვეცით კანდიდატის სტატუსი, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დამხმარე ამ რთულ ვითარებაში, რომელიც საქართველოს აქვს. მიმაჩნია, რომ თქვენ გაქვთ გამოკვეთილი როლი, ისევე როგორც გამოკვეთილი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას მინდა რომ თქვენც გრძნობდეთ, ისევე როგორც ჩვენ და ერთად შევძლოთ ქვეყნის წინ წაწევა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×